12 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია შესაძლოა შემოდგომაზე დაიწყოს - ამირან გამყრელიძე

18 აგვისტო 2021, 16:01 1213 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის ასაკი შეიძლება დაიწიოს. უწყება  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც შესაძლოა 12 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა დაიწყოს. 

„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია.

ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი ეს რეკომენდაცია იქნება, ძლიერი მარეგულირებლების რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი