''ქართულმა ოცნებამ'' შუახევში მერობის კანდიდატად ომარ ტაკიძე წარადგინა

18 აგვისტო 2021, 13:55 1255 ნახვა

''ქართულმა ოცნებამ'' შუახევში მერობის კანდიდატად ომარ ტაკიძე წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არის ღირსეული კანდიდატი, დიდი გამოცდილებით. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შუახევში, ჩირუხის მთაზე 1 7000 მეტრიანი ზიპლაინი აშენდება. 

''თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ბოლო7 არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვეთ და მერვე არჩევნებზეც ასევე ღირსეულად გავიმარჯვებთ. ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა. ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიდი თანხები იქნა ჩადებული მთავრობის მხრიდან და ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობა ახლა მუშაობს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს და ყველა სფეროს, ვიცით, როგორ განვავითაროთ რეგიონები. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ეს პირობები არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და რესურსი, რომელიც მობილიზებულია მთავრობის მხრიდან, იქნება ეს პროგრამა, როგორიც არის იაფი ''აგრო კრედიტი'', „აწარმოე საქართველოში“, ''დანერგე მომავალი'' და ა.შ. ყველა ის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჩვენი რეგიონების გასავითარებლად და ასაღორძინებლად.

შუახევში ბევრი პროექტი დაფინანსდა, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში.  ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც ბევრ ტურისტს მოიზიდავს. რომლითაც ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით სოფელ ჭვანაში.​ ​ჩირუხის მთაზე მოეწყობა ყველაზე გრძელი - 1 700 მეტირიანი ზიპლაინი. 

ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ ეკონომიკის აღდგენა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს რომ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს სადაც ვიყავით'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი