საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა - თენგიზ ცერცვაძე

17 აგვისტო 2021, 21:42 3268 ნახვა

ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ „ტოცილიზუბამის“ ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება,  მთელ მსოფლიოში დეფიციტია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეპარატის ახალი პარტია საქართველოში უკვე შემოვიდა.

„ტოცილიზუმაბზე„ დეფიციტი ორი მიზეზით შეიქმნა. პირველი - იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვხმარობდით ამ პრეპარატს და მოვუწოდებდით ყველას, რომ ეხმარათ, ჩვენი ოპონენტები, აი ისინი, ვისაც დღეს უხარია, რომ ბევრი შემთხვევა და გარდაცვალებაა, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ადამიანებზე ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებდით და ეს პრეპარატი არ იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ. ისინი მოუწოდებდნენ კლინიკებს, რომ ეს პრეპარატი არ გამოეყენებინათ. ამიტომ, სულ 7-8 კლინიკა იყენებდა „ტოცილიზუმაბს“. შემდეგ მოვახერხეთ დარწმუნება და ყველამ დაინახა, რომ გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. ამიტომაც, ერთბაშად ყველამ გადაწყვიტა ამ პრეპარატის გამოყენება. ბუნებრივია, მარაგი გაცილებით ნაკლებზე იყო გათვლილი და შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ ყველა კლინიკა ჯადოსნური ჯოხის აქნევის სცენარით დაიწყებდა ამ პრეპარატის გამოყენებას

ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ ამ მედიკამენტის ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება. ერთადერთი კომპანია აწარმოებს ამ მედიკამენტს და ის არ აღმოჩნდა მზად, რომ უცებ გაეზარდა წარმოება. მთელ მსოფლიოში დეფიციტია, საქართველოში შედარებით ნაკლები დეფიციტია, ვიდრე სხვაგან. ახლა შემოვიდა, მაგრამ ეს გაიხარჯება ისევ ჩქარა და მერე რამდენად მოხდება ამის შევსება, ეს დამოკიდებულია საქართველოში „როშის“ წარმომადგენლობის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რომ როგორმე მსოფლიო დეფიციტის პირობებში მოახერხონ საქართველოში შემოტანა ისევ. მე რამდენადაც ვიცი 500 ფლაკონი შემოვიდა“, – განაცხადა თენფიზ ცერცავაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი