ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში გაგრძელდება. კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები საარჩევნო სისტემას და ბარიერს უკავშირდება. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს 2%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
მცირდება პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობაც. კიდევ ერთი ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევას შეეხება. საყოველთაო-განხილვებში ყველა ის პარტია მონაწილეობს, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. საკონსტიტუციო ცვლილებას მაღალი კვორუმი - 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.