სექტემბრიდან შესაძლოა, სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული აუცრელი პირები სახელმწიფო დაფინანსებით აღარ გაიტესტონ - ამირან გამყრელიძე

17 აგვისტო 2021, 11:53 3305 ნახვა

15 სექტემბრიდან სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე, მხოლოდ ორჯერ, ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა დამსაქმებლებს თავად მოუწიოს გეგმიური ტესტირებების დაფინანსება.

"საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში, ბოლო ერთ თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი პისიარი და ანტიგენის ტესტი, სადღაც სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით, მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას. თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დამსაქმებელმა  თავად უნდა გადაიხადოს, რადგან სახელმწიფო უზრუნველყოფს  მიაწოდოს მათ უფასოდ ვაქცინა, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა ვალდებულებაა, რომ ისინი გარკვეულ პერიოდში, კვირაში ან ორკვირაში ერთხელ ტესტირებული იქნებიან. მაშინ დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე ან თავად იმ პერსონის ხარჯზე, ეს წინადადებაც წარდგენილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი