საქართველოში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

17 აგვისტო 2021, 10:48 1164 ნახვა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 09:43 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი