დღეიდან კურორტ ბეშუმში მსურველებს კოვიდ 19-ზე ტესტის აღება შეუძლიათ. მოქალაქეებმა ცენტრს ორშაბათსა და პარასკევს 12:00-დან 18:00-მდე უნდა მიმართონ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სხვა დღეებში ტესტის აღებას ხულოს სამედიცინო ცენტრსა და ახლომდებარე ამბულატორიაში შეძლებენ.
ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა ასევე რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესზე და განმარტა, რომ ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ მაღალია, ბოლო მონაცემებით, 94 472 ადამიანია აცრილი.