10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.
უწყების ცნობით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევისთვის 18 იურიდიულ პირს 10 000, ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. მათ შორის:
თბილისში 499;
იმერეთში 403;
აჭარაში 198;
გურიაში - 95;
სამეგრელო-ზემო სვანეთში 766;
კახეთში 70;
სამცხე-ჯავახეთში 113;
მცხეთა-მთიანეთში 9;
ქვემო ქართლში 210;
შიდა ქართლში 71.
ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.