''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა, სულ 29 კანდიდატი.
უკვე ცნობილია ვინ იბრძოლებს აჭარის მუნიციპალიტეტში მერობისთვის. მათგან რამდენიმე ძველი სახეა. ბათუმში როგორც ენმ-ის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძეა.
ხელვაჩაურის მერობისთვის მიშა ბოლქვაძე იბრძოლებს, ქედაში მერობის კანდიდატად რამინ ბერიძე დასახელდა.
შუახევში როინ ზოიძე, ხულოს მერობის კანდიდატი გოგიტა სოლომონიძე იქნება.
რაც შეეხება ქობულეთის მერობის კანდიდატს ენმ-დან ბონდო თედორაძე იქნება.