ცვლილება ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში

14 აგვისტო 2021, 18:10 723 ნახვა

4 სექტემბრიდან, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში გასამართ ყველა ლიგაში,  გარდა ასაკობრივი ლიგებისა - ფეხბურთელები და ოფიციალური პირები  რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით დაიშვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ოფიციალურ მატჩამდე 48 საათით ადრე გაკეთებული ჰქონდეთ პსრ ტესტი და პასუხი ფედერაციას 8 საათით ადრე  წარუდგინონ.

24  სექტემბრიდან კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი