კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში

15 აგვისტო 2021, 15:10 896 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-ით გაიზარდა და მთლიანობაში 23 554 შეადგინა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 342 ადამიანს შეადგენს.მათივე ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოსავლენად 368 ტესტი ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში