იმუნიზაციის ახალი ცენტრი ბსუ-ში

15 აგვისტო 2021, 12:35 1369 ნახვა

ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც, წინასწარი ჯავშნის გარეშე მოქალაქეებს ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით შეუძლიათ აიცრან. ამ ეტაპზე რეგიონში 27 სამედიცინო დაწესებულებაში, 2 მოლსა და უნივერსიტეტში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.  30 ამცრელ პუნქტში 60- მდე ბრიგადა მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად 791 863 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 237 149  ადამიანი.ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: "ფაიზერი","ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი