ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები დაწესდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, Covid-19-ის ვაქცინაციის მსურველთათვის გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას უზრუნველყოფს ვაქცინაციის ცენტრებამდე და იმოძრავებს მთელი დღის განმავლობაში ერთსაათიანი ინტერვალით.
ვაქცინაციის ცენტრები:
რესპუბლიკური საავადმყოფო სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე.
მარშრუტები:
გონიო
მახინჯაური
ხელვაჩაური