ზედა თხილნარის მოსახლეობა დაზიანებულ გზებს აპროტესტებს. ამბობენ, რომ აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაქირავებულმა კომპანიამ ასფალტზე ორმულები გააკეთა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა, რის გამოც გადაადგილება უჭირთ და ავტომობილები უზიანდებათ. მოსახლეობის თქმით, დეპარტამენტს რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ ამაოდ.
ხეობაში, სადაც რამდენიმე ტურისტული ობიექტია, გზა ამ დრომდე არ მოწესრიგებულა. აჭარის საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ სამუშაოები ცუდი ამინდების გამო შეფერხდა და ზედა თხილნარში ორმულებს ასფალტით სამ დღეში ამოავსებენ.