ზუსტად 900 წელი ძლევაი საკვირველის შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებლის მხედართმთავრობით ქართულმა არმიამ გაანადგურა მასზე რაოდენობრივად ბევრად მეტი თურქ-სელჩუკთა არმია.
1121 წლის 12 აგვისტოს ბრძოლა დიდგორში გაიმართა, რამაც საბოლოოდ გადატეხა სელჩუკების ექსპანსია საქართველოში და საშუალება მისცა დავით აღმაშენებელს გაეთავისუფლებინა 1122 წელს თბილისი არაბთა 400 წლიანი ბატონობისგან და შემდეგ უკვე სომხეთის მაშინდელი დედაქალაქი ანისი, რითაც სომხეთიც საქართველოს პროტექტორატის ქვეშ მოხვდა.