კოვიდის გავრცელება ისევ რეკორდულია

12 აგვისტო 2021, 20:40 1099 ნახვა

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 5 ათას აჭარბებს. საგანგაშოა გარდაცვლილთა რაოდენობაც.  კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდ-19 ს, ბოლო 4 დღეში კი ჯამში 200-მდე ადამიანი დაიღუპა.

მძიმე მდგომარეობაა აჭარაშიც,   ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა. თბილისში კოვიდ19-ის 2 236 შემთხვევა დადასტურდა, აჭარის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული იმერეთს ჰყავს- 537.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი