განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ყველას ვთხოვ, ჩაიტარონ აცრა - თორნიკე რიჟვაძე

12 აგვისტო 2021, 18:29 892 ნახვა

შეზღუდვებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ყველას ვთხოვ, ჩაიტარონ აცრა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში, კონტროლი გამკაცრდა. შესაბამისმა უწყებებმა შეძლეს მაქსიმალურად ეფექტურად მოეხდინათ იმ ობიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება, რომლებიც რეგულაციებს არღვევდნენ. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება რეგიონში ეპიდსიტუაციის მართვას, დამატებით მობილიზებულია ახალი კლინიკა, რომელიც დამატებით საწოლფონდს გააჩენს. ასევე, ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. ექვსივე მუნიციპალიტეტში შესაძლებელია აცრის ჩატარება. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეზღუდვებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ყველას ვთხოვ, ჩაიტარეთ აცრა, ხელმისაწვდომობა გაზრდილია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაემატება ვაქცინაციის კაბინეტი, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველგვარი ჩაწერის გარეშე მოხდეს მოქალაქეთა ვაქცინაცია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი