აჭარაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, თუმცა პაციენტებზე ზრუნვა კარგად იმართება - ეკატერინე ტიკარაძე

12 აგვისტო 2021, 18:28 1130 ნახვა

აჭარაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს პაციენტების მართვა, ზრუნვა და საწოლფონდის მობილიზება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამოცანა და მიზანი არის, მოხდეს პაციენტების დროული გაწერა კლინიკებიდან და მათი გადაყვანა სასტუმროებში, სადაც განთავსებულები არიან ექიმები და დღესდღეობით აჭარას სასტუმროებისთვის მობილიზებული ჰყავს 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 48 000-მდე აქტიური შემთხვევაა. აქედან 38 000-მდე შემთხვევა იმართება ბინაზე ოჯახის ექიმების მხრიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი