მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დაინიშნება სპეციალაური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისთვის.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცე დღეში ცრის 4500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაინიშნება სპეციალური ავტობუსები „მივდივარ ვაქცინაციისთვის“.
"ასევე იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოსკენ, „ჰუალინგის“ ცენტრისკენ, კავკასიის მედიცინის ცენტრისკენ, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლისკენ. ჩვენ გადავეცით საკოორდინაციო შტაბს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მდებარე ლოკაციების სია. იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.