თურქეთში წყალდიდობის მსხვერპლი გაიზარდა

12 აგვისტო 2021, 14:38 1633 ნახვა
00:00
00:00

ექვსი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა  თურქეთის შავი ზღვის ჩრდილოეთ პროვინციებში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად. 

ორი ადამიანი კასტამონუს პროვინციაში მეწყრის შედეგად დაიღუპა, კიდევ სამი წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო.

ბართინის პროვინციის ულუსის რაიონში 85 წლის ქალი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მისი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი