ბათუმში, მუნიციპალური სასადილოები სექტემბრიდან დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს

12 აგვისტო 2021, 10:50 1281 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალურ სასადილოების ბენეფიციარებს 28 აგვისტოს, მარიამობის სადღესასწაულო ნობათთან ერთად, გადაეცემათ სექტემბრის თვის არამალფუჭებადი პროდუქტების კალათა, რის შემდეგაც სასადილოები დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, იმუშავებს მხოლოდ ერთი სასადილო, სადაც მზადდება სადილი ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებისათვის.

"აღნიშნული გადაწყვეტილება, ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული, რადგან სასადილოებში მათი ყოველდღიური თავშეყრა მაღალი რისკის შემცველია, მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე სასადილოში, სადილის გაცემის პროცესში, მკაცრად კონტროლდება სოციალური დისტანციის და პირბადის მოხმარების წესების დაცვა, პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინირებულია და რეგულარულად ტარდება ტესტირება"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი