საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge აქვეყნებს.
მათივე ცნობით, კვლევის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.
ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.
207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად 688 940 აცრა ჩატარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23935 პირია აცრილი.