ბავშვებში ინფიცირება მომატებულია, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს - ეკატერინე ტიკარაძე

11 აგვისტო 2021, 12:17 2166 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს.

“ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები.

დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება.

„ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა, ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში