ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. საცხოვრებელი კორპუსიდან დროულად მოხერხდა მოსახლეობის გამოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.