ისრაელში კოვიდ-19-ის ახალ შემთხვევათა ანტირეკორდი

10 აგვისტო 2021, 18:10 19010 ნახვა

ისრაელში გასულ დღე-ღამეში  2021 წლის თებერვლის შემდეგ კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი- 6 ათას 275 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის  ქვეყანაში კორონავირუსის 35 ათას 466 აქტიური შემთხვევაა. ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ამერიკული კომპანია ფიზერ–ის​ პრეპარატით გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის ისრაელის 5 მილიონ 800 ათასმა მოქალაქემ ერთი დოზა მიიღო, სრულად აცრილი კი - 5 მილიონ 400 ათასია, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 58%  შეადგენს. 

ისრაელში 60 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო.  8 აგვისტოდან ქუჩაში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი