საარჩევნო გარემო და გამოწვევები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.
პიტერ ვიბლერმა ახალ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საქმიანობის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდეს, სადამკვირვებლო მისიები საქართველოს წელსაც ეწვევიან.