სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციას 15 აგვისტოდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეძლებენ

09 აგვისტო 2021, 17:13 846 ნახვა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იქნება შესაძლებელი. 

15 აგვისტოდან სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების ლექტორ-მასწავლებლებს და აქ დასაქმებულ პირებს, საშუალება ექნებათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში ჩაიტარონ ვაქცინაცია ''სინოფარმის'', ''სინოვაკისა'' და ''ფაიზერის'' ვაქცინით.

აჭარაში, ბოლო 24 საათში 2000-ზე მეტი ადამიანი აიცრა კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. 

შესაბამისი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი