2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“ წარუდგინა.
მიზნებს შორისაა ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა; ამასთან მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობასა და დეოკუპაციაზე ისაუბრა.