საბერძნეთში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

09 აგვისტო 2021, 09:42 525 ნახვა

საბერძნეთის კუნძულ ზაკინთოსზე სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როიტერის  ინფორმაციით, თვითმფრინავის მფრინავი გადარჩა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საბერძნეთში ტყის ხანძრებს 1 კვირაა ებრძვიან.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კუნძულ ევიაზე, საიდანაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, ტყის ხანძარს 570-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

კუნძულზე განადგურებულია ათასობით ჰექტარი მიწა, სახლები და ბიზნეს ობიექტები. საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან გასამკლავებლად არმიის მობილიზება მოახდინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში