მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ბათუმში

03 მაისი 2016, 00:00 3229 ნახვა

როგორ დავუპირისპირდეთ  პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას ? სხვა საინტერესო თემათა შორის ეს იყო მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი მესიჯი.

კითხვაზე პასუხი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელია. ამ სტატუსით დღეს საქართველოში ორი ტელევიზია სარგებლობს-საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია.

სწორედ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინიციატივით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უშუალო მონაწილეობით პირველად საქართველოში  მასშტაბურად აღინიშნა  პრესის თავისუფლების  დღე. მსოფლიო მას წელს 25-ედ აღნიშნავს.

შეხვედრა "ჰილტონის" საკონფერენციო დარბაზში 11 საათიდან 19 საათამდე გაგრძელდა.

მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციებმა:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

თემა-ეროვნული და რეგიონული მედიის თავისუფლების ძირითადი ბერკეტები საქართველოში(ხატია ყურაშვილი)

საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო

თემა-მედიის მდგრადობის ინდექსი(ეკა ბასილაია)

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

თემა-მედიაგარემოს განვითარების დინამიკა საქართველოში(ნინო რობაქიძე)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

თემა-რა კავშირია მედიის თვითრეგულირებასა და მედიის თავისუფლებას შორის(ნატა ძველიშვილი)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თემა-საჯარო ინფორმაციის წვდომა, როგორც მედიის თავისუფლების გარანტია(გიორგი ხიმშიაშვილი)

სინერჯი ჯგუფი

თემა-ქართული მედიის საჭიროებები და განვითარების გარანტიები(პაპუნა ტოლიაშვილი)

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

თემა-რეგიონული მაუწყებლების მიღწევები და გამოწვევები(ნათია კუპრაშვილი)

თავისუფალი პრესის მნიშვნელობის შესახებ კონფერენციის მსმენელებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა(სკაიპჩართვა), სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა სტეფნაძემ,ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელმა ბორის ბერგანტმა(სკაიპჩართვა).

კონფერენცია 4 მთავარ თემად დაიყო: 

1. საზოგადოებრივი მაუწყებლობის თავისუფლება საქართველოში

2. ქართული მედიის თავისუფლების ძირითადი ბერკეტები

3. მედიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში

4. როგორ ხდება მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს საზოგადოებრივი ტელევიზიების მიღწევებსა და გამოწვევებზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების დირექტორმა აუდიტორიას წარუდგინა მაუწყებლის ახალი, ინტეგრირებული საინფორმაციო სამსახური

აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა ლაშა ზარგინავამ წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს" მიღწევები და გამოწვევები, სადაც ხაზგასმით აღინიშნა სტრუქტურული რეორგანიზაციის წარმატებები და მისი შედეგების დადებითი მოლოდინები.

 ადგილობრივი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საკითხები აჭარის მედიის მიღწევებისა და გამოწვევების და თავისუფლების გარანტიების შესახებ.

 მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის აღნიშნვა ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენად შეფასდა. იგი ქართული მედიის კალენდარში ყოველწლიურად მოინიშნება, როგორც მედიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ამავე კატეგორიაში