აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან - პრემიერი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს 

09 აგვისტო 2021, 11:22 863 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აიცრან. 

''ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება ჩვენი ქვეყნის წინაშე.

გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან.

არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება  რამდენიმე მაგალითი არსებობს აცრილი ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება აბსოლუტურად გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რამდენიმე მაგალითს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში