ომიდან 13 წლის შემდეგ, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების მემორიალი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინებით შეამკეს პრეზიდენტმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა.
კიდევ ერთხელ დაგმეს ოკუპაცია, და აღნიშნეს, რომ თანმიმდევრული პოლიტიკით დადგება დრო, როცა ქვეყანა გამთლიანდება.