2008 წლის აგვისტოს ომში 10 მებრძოლი გმირულად დაიღუპა ქობულეთიდან. დღეს, გმირების მემორიალი სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.
რუსეთ-საქართველოს ომში ცეცხლაურიდან და ჯიხანჯურიდან ამირან შაინიძე, ვაჟა შაინიძე, გიორგი შაინიძე, ომარ ასლანიძე და გიორგი ქათამაძე დაიღუპნენ. ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის ომში სულ 445 ჯარისკაცი იბრძოდა.