13 წელი აგვისტოს ომიდან - დაღუპულები გორში გაიხსენეს

08 აგვისტო 2021, 15:40 816 ნახვა

13 წლის წინ, აგვისტოს ომის მოვლენათა ეპიცენტრი გორი იყო. შიდა ქართლში 2008  წლის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და  ომში დაღუპულთა მემორიალთან გორისა და  ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ქვის სტელასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გაიხსენეს რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები, ხაზი გაესვა მთელი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობასა და აღინიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში