ღვინის ფესტივალი ბათუმში

06 აგვისტო 2021, 20:44 1966 ნახვა

ბათუმის ძველი ბულვარი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. 70 ქართველი მეღვინე და მარანი სპეციალურად მოწყობილ სტენდზე საკუთარ პროდუქციას 3 დღის განმავლობაში წარმოადგენს. ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია ფესტივალის სტუმრებისთვის უფასოა. მსურველებს შეუძლიათ შეძენაც.  სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო საქართველოს ყველა  კუთხიდანაა წარმოდგენილი. ფესტივალის შემადგენელია მუსიკალური ნაწილიც. სხვადასხვა ბენდი სტუმრების განწობის ასამაღლებლად უკრავს. ღვინის ფესტივალის პარალელურად ბულვარში კოლონადასთან საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. კოვიდ ვითარების მიუხედავად ფესტივალი ხალხმრავალი და წარმომადგენლობითია. ორგანიზატორების თქმით, მთავარი მიზანი საქართველოში უკვე ცნობილი და დამწყები მეღვინეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი