მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ყოფნას, თუნდაც არც ისე წარმატებული ბიზნეს-სტარტი სჯობს - ასე ფიქრობს, ხულოს სოფელ ღურტაში მცხოვრები ნოდარ ღორჯომელიძე, სილოსის საწარმოს მფლობელი, რომელმაც საკუთარი იდეა პროექტად „აწარმოე საქართველოს“ საშუალებით აქცია. ფიქრობს,რომ ბიზნესის განსავითარებლად მთავარი მონდომება, სწორი ხედვა და მიდგომაა