გადატვირთული კლინიკები

06 აგვისტო 2021, 17:55 1048 ნახვა

გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა და შევსებული საწოლფონდი - ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ კლინიკებში კოვიდ პაციენტებისთვის თითქმის აღარ არის დარჩენილი ადგილები. მედიკოსები ადასტურებენ, რომ როგორც კი კლინიკებში თავისუფლდება საწოლები, რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილები ისევ ივსება. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც სწრაფად  გადამდები და მძიმეა. კოვიდ 19-ის შემთხვევები გახშირდა ორსულებშიც, ბათუმის სამშობიარო სახლშიც იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, ახალი შემთხვევების ძირითადი წყარო ამ შემთხვევებშიც ქორწილებია. კოვიდ ინფიცირებულები საუბრობენ იმაზე, რომ საათობით   ელოდებიან ექიმის ზარს და კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი