საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ- ნატო-ში ინტეგრაციისკენ​ - საქართველოს პრეზიდენტი 

06 აგვისტო 2021, 12:58 884 ნახვა

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ - ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა   „მტკიცე სული 2021“ სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას.

''საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონის, შავი ზღვის უსაფრთხოების, განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში. ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს, ამა თუ იმ რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს აქვს კარგად გათვითცნობიერებული.

ჩვენს მიერ არჩეულ გზას, ნატო-ში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებით დავამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელი დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მრავალეროვნულ სწავლების მონაწილეებს და ორგანიზატორებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქართული „დიდგორის მეომრისა“ და „დიდგორი მედეკავის“ გამოყენებით აღიარებულია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი