ბათუმში ''ფაზიერით'' ვაქცინაცია  შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციის გარეშეც  

05 აგვისტო 2021, 11:54 4238 ნახვა

ბათუმში ''ფაზიერით'' ვაქცინაცია ონლაინ რეგისტრაციის გარეშე, ''ვირტუალი კაბინეტის'' საშუალებითაც არის შესაძლებელი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა განაცხადა. ნინო გუგუშვილის თქმით, მოქალაქეებს საშუალება აქვთ კლინიკებში მივიდნენ და ე.წ. ცოცხალი რიგით აიცრან. 

ამ ეტაპზე პროცესში არ არის ჩართული რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა კლინიკაში მიზნობრივ ჯგუფებს ონლაინ რეგისტრაციის გარეშე ცრიან. 

„ფაიზერით“ აცრა ჯავშნის გარეშე შესაძლებელია: რეფერალურ საავადმყოფოში, „მედინაში“, საზღვაო ჰოსპიტალსში, მედცენტრსა და ბაუ-ში.

''იმისათვის რომ მოხდეს რიგების მართვა უმჯობესია მოქალაქეებმა კლინიკებს მიმართონ დღის მეორე ნახევარში, 2 საათის შემდეგ. ჩართულია ყველა კლინიკა, სადაც ''ფაიზერით'' ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობდა'' - განაცხადა ნინო გუგუშვილმა. 

5 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმსა და ქობულეთში „ფაიზერის“ აცრაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია. ვაქცინის დაჯავშნის სისტემა თავისუფალ ადგილს ქედაში, შუახევსა და ხულოში აჩვენებს. 

აჭარაში თავისუფალი ადგილებია „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. რამდენიმე კვირაა აღნიშნული ვაქცინის გაკეთება წინასწარი ჯავშნის გარეშე, ადგილზე რეგისტრაციის გზითაც არის შესაძლებელი. ასევე მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჩინური ვაქცინით აიცრან მოლებშიც. 

4 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში დღიურად 2 536 ადამიანი აიცრა, სულ კი 64 286. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში