ეპიდემიის მეოთხე ტალღის პიკზე

04 აგვისტო 2021, 19:39 997 ნახვა

საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკის ფაზაში შევიდა,რასაც ადასტურებს ინფიცირების 4000 შემთხვევაზე მეტი. ეპიდემიოლოგები ე.წ ინდური შტამის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ. ყოველდღიურად საშუალოდ იცრება 16 ათასამდე მოქალაქე, თუმცა, გაწერილი გეგმის მიხედვით, პანდემიის დასამარცხებლად, დღეში მინიმუმ 25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. ვაქცინა ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზაა -  ასეთია სპეციალისტების მოწოდებები. კოვიდ შემთხვევები 2 დღეა, ბოლო თვეების რეკორდს ამყარებს. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი:– 9,36%-ია, ბოლო შვიდი დღის – 8,35%.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი