ქორწილებსა და სოციალურ ღონისძიებებს ბევრი შემთხვევა უკავშირდება, აჭარაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს ​- ნონა ეფაძე

04 აგვისტო 2021, 12:04 1572 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია სერიოზულია და  ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი მატულობს.

ნონა ეფაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საწოლფონდი როგორც კლინიკებში, ასევე კოვიდ სასტუმროებში არსებულ მოთხოვნას უმკლავდება.

მისივე თქმით, თუ იქნება გაზრდილი მოთხოვნა ამისთვისაც მზადყოფნა არის. 

"მივმართავთ მოსახლეობას დაიცვან რეგულაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობამ 2500-სს გადააჭარბა, რაც არის ჩვენი მიზანი. იმედია ეს ტემპი შენარჩუნდება და იქნება უფრო მეტი, რათა დროულად მივაღწიოთ  მიზანს, მოსახლეობის 60%-ის და მეტის აცრას, რაც დასახული გვაქვს.

დამატებულია 7 ამბულატორია ხუთივე მუნიციპალიტეტში. ვაქცინაციის კაბინეტები გახნილია "ბათუმი მოლსა" და "სითი მოლშიც", სადაც მოქალაქეებს შეუძლია მივიდნენ წინასწარი ჯავშნის გარეშე"- განაცხადა ნონა ეფაძემ.

ნონა ეფაძე ამბობს, რომ თავშეყრებსა და სოციალურ ღონისძიებებს, იქნება ეს ქორწილი თუ სხვა ტიპის აქტივობა საკმაო შემთხვევები უკავშირდება.

მისივე განცხადებით, ვირუსი აქტიურად ცირკულირებს და ადამიანებმა თავი ერთმანეთისაგან თავად უნდა დაიცვან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში