საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასება - კვლევა

03 აგვისტო 2021, 14:54 294 ნახვა

საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის მორიგი კვლევა და მონიტორინგის სამიზნე - ბათუმის საკრებულო. ორგანიზაციამ კვარტალურ ანგარიშში ყველაზე პასიურ და აქტიურ წევრებზე გააკეთა აქცენტი, დეპუტატთა პასიურობა ანალიტიკოსთა თქმით, არ იყო პანდემიურ პერიოდთან კავშირში.

ორგანიზაციის დასკვნით, სულ პასიური და მეტ-ნაკლებად პასიური დეპუტატების სახელფასო ფონდისთვის ბიუჯეტიდან  72 ათას 390 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს პასიური წევრები მეორე კვარტალში არიან : ბესარიონ გოგოტიშვილი, თემურ კახიძე დიმიტრი ჭეიშვილი გოჩა მგელაძე, ანზორ დევაძე,  ელგუჯა ანდრიაძე, ნერიმან ცინცაძე, თამაზ დევაძე, ირაკლი თოფურიძე, ლევან ანთაძე, ომარ მახარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრები მირდატ ქამადაძე, გელა დეკანაძე  კი საერთოდ არ დასწრებიან სხდომებს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან აცხადებენ, რომ კვლევაში მათ აქტიურობაზე რეალური ინფორმაცია არ არის, ნაციონალური მოძრაობის წევრებს კი კვლევასა და მათ მიერ სხდომების გაცდენაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, 2018 წლიდან ანხორციელებს საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასებას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში