„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ" - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, სხდომაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა სტრუქტურა, რათა ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს.
„მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიეთ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს უფრო აქტიური“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.