საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაიდო

02 აგვისტო 2021, 14:47 633 ნახვა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე რიგგარეშე სხდომის დღის წერიგში აღარ შეიტანა 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა. მიზეზად ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი დასახელდა, რადგან  გადაწყვეტილებას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კომისიის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმში მყოფ პარტიასთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ისინი ამ სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, თუმცა მაინც არ გამოცხადდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამონაკლის შემთხვევებში ნაციონალური მოძრაობა სხდომებს უნდა დაესწროს. ინიციატივის წარდგენა სექტემბრამდე გადავადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი