შვედი დეპუტატი საქართველოზე საუბარს ისევ რომ ბედავს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას, არც საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან ხელისუფლების დამხობისკენ მისი მოწოდების გამო - შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2025, 10:02 98 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიდეომიმართვას ეხმიანება.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ელჩის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან „მაიდნისკენ“ მის მოწოდებას.

„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან მის მიერ „მაიდნის“ სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.

 

მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან „მაიდნისკენ“ მის მოწოდებას“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე