იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

25 ოქტომბერი 2025, 15:42 125 ნახვა

იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს.

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი არჩილ კოჭლამაზაშვილი გახდა, რომელიც თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

დღევანდელ კონფერენციაზე საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა, რომელმაც 295 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს წევრი ლევან ნემსაძე უზენაეს სასამართლოში გადავიდა.

15 წევრისგან შემდგარი საბჭო ამ დროისთვის უკვე სრულად არის დაკომპლექტებული. კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ცხრა მოსამართლე წევრის ნაცვლად, საბჭოს შემადგენლობაში 12 მოსამართლე უნდა შეირჩეს, სამი კი არამოსამართლე წევრია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე