პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

08 დეკემბერი 2025, 14:39 106 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და შრომისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

აღინიშნა ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში