მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს 

02 აგვისტო 2021, 14:02 1112 ნახვა

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელსაც დააფინანსებს რთველის სუბსიდირების პროგრამას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში იქნება ყურძნის ჭარბი მოსავალი, დაახლოებით 300 000 ტონა.

"ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი არანაკლებ 90 თეთრი იქნება. აქედან სახელმწიფოსგან დამატებით კომპანიები 35 თეთრს მიიღებენ. ანუ, მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს. ჯამში მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში, თუმცა, საქართველოს ექსპორტი მაინც გაზრდილია, დაახლოებით 7-8%-ით.

დავითაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.

''ჩვენ დაწყებული გვაქვს 2014 წლიდან ვენახების ელექტრონული პასპორტიზაცია. ეს არის ქართული ღვინის კონტროლისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და მიმდინარე წელს, მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთელი ორივე რეგიონი დაფარული იქნება ელექტრონული პასპორტებით. ჩვენ გვექნება ზუსტი მონაცემები თითოეულ ვენახში არსებული მდგომარეობის შესახებ, მცენარის დონზე და შესაბამისად, გვექნება სრული ინფორმაცია მატ შორის მოსავლიანობაზე, იმისთვის რომ ქართულ ღვინოში ეს მიკლოვადობის ხარისხი, რაც შემდგომში სანდოობას განაპირობებს, იყოს მაქსიმალურ დონეზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირების პროგრამა რამდენიმე წელია ფინანსდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი