ბათუმის "დინამოს" და "სივასპორის" მატჩის ბილეთები ხვალ დილიდან გაიყიდება

02 აგვისტო 2021, 13:53 3903 ნახვა

ბათუმის "დინამო" უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 აგვისტოს თურქულ "სივასპორს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 ბათუმში გაიმართება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 10 საათიდან დაიწყება. ბილეთების რეალიზაცია საიტზე Biletebi.ge-ზე მოხდება.

ბილეთის ფასი 5,10,15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელზე კი მაქსიმუმ 3 ბილეთი გაიყიდება. ასევე აუცილებელია გახდა ყველა შეძენილ ბილეთზე პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, პ/ნ-ის) მითითება. სტადიონზე შესვლის დროს ბილეთის მფლობელმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

"დინამოს" და "სივასპორის" შეხვედრას სტადიონის ტევადობის 50 %-ის შესაბამისი რაოდენობის მაყურებელი დაესწრება, რაც დაახლოებით 10 000 გულშემატკივარია.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა თურქეთში უკვე 12 აგვისტოს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში