დარგები, რომლებსაც ექსპორტის განვითარების პოტენციალი აქვთ მთავრობისგან კომბინირებულ დახმარებას მიიღებენ - ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:09 737 ნახვა

ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთავრობამ დახმარების ახალი პაკეტი შეიმუშავა.

ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საექსპორტო ან იმპორტის ჩამნაცვლებელი დარგების განვითარებაზე, ანუ იმ დარგების განვითარებაზე, სადაც გვაქვს ექსპორტის განვითარების პოტენციალი და ასეთი დაახლოებით 60-მდე დარგია.

მისივე განმარტებით, მწარმოებლები მიიღებენ მთავრობისგან კომბინირებულ დახმარებას, ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, ისინი თანაუზრუნველყოფას სთავაზობენ მათ ბანკებში და პლუს სრულიად ახალი კომპონენტი ეს არის გრანტი.

"გრანტი აღებული იქნება სესხის 15%-ის ოდენობით, არაუმეტეს ნახევარი მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით აიაფებს დაფინანსებას და ხელმისაწვდომს ხდის მცირე ბიზნესისთვის.

ეს არის ხელშეწყობა ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი საშენი მასალების წარმოება, პლასტმასის წარმოება, მინის, ფარმაცევტული ნაწარმის წარმოება, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო მრეწველობა, რომლებსაც აქვს პოტენციალი ადგილობრივი წარმოება განავითაროს"- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თუ აქამდე 3 წლის განმავლობაშ ვუკეთებდით თანასუბსიდირებას სხვადასხვა ბიზნესს ამიერიდან ეს გაგრძელდება სესხის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში